„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ თურქულ შეკრებაზე „ანთალიასფორთან“ (3:2) მოგებული ამხანაგური შეხვედრის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიას მდგომარეობა შეაფასა, რომელმაც ზურგის ტრავმა მოირჩინა და პირველი ტაიმი ჩაატარა.
„ყველაფერს ვაკეთებთ, რაც საჭიროა, რომ იანვარში ჩემპიონატისთვის ფიზიკურად მზად ვიყოთ. თურქეთში მოსამზადებლად ყველა პირობაა შექმნილი. კვარაცხელიას ყველაფერი კარგად აქვს და ზურგი აღარ სტკივა. ჩვენ გვიხარია, რომ ის როტაციისთვის კვლავ ხელმისაწვდომია“ – ციტირებს ნეაპოლელთა მწვრთნელს Football Italia.
21 წლის კვარაცხელია, რომელიც „ნაპოლიში“ სადებიუტო სეზონს ატარებს, ყველა ტურნირში ჩატარებულ 17 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა, 8 საგოლე პასი გააკეთა და 3 პენალტი „გამოიუშავა“.





