“ვერამ” “ბათუმს” ოვერტაიმში მოუგო

0
43

დაძაბულ, ოვერტაიმიან მატჩში ვერამ ბათუმი დაამარცხა – 89:87 . დავით გასიტაშვილის გაწვრთნილ გუნდს სუპერლიგაში ამ მომენტისთვის ყველაზე მეტი – 7 მატჩი აქვს გამართული და ბათუმთან მოგება მისთვის მე-2 გახლდათ. სატურნირო თვალსაზრისით ეს გახლდათ ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება ვერელებისთვის, რომელიც თბილისელებმა დაძაბულ ბრძოლაში, უშუალო კონკურენტთან მოიპოვეს.
თავის მხრივ, ბათუმელებს 2 მოგება ჰქონდათ და გამომდინარე მათი შემადგენლობისა და ამბიციისგან, გამარჯვება ჰაერივით სჭირდებოდათ. იგებდნენ კიდეც და დამაჯერებლადაც. პირველი ნახევრის შემდეგ ზღვისპირელები 12 ქულით ლიდერობდნენ, თუმცა მესამე პერიოდიდან ყველაფერი შეიცვალა. გამოცდილი მიხეილ ჭოჭუასა და ამერიკელი ლეგიონერების შედეგიანობით ვერელებმა ჩამორჩენა შეამცირეს და ბოლო ათწუთეულში მეტოქეზე გადამწყვეტი იერიში მიიტანეს.