„დილას“ ზედიზედ მესამე ბრინჯაო

0
10

გორის „დილამ“ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ბრინჯაოს მედლები ზედიზედ 3-ჯერ მოიგო. ჩემპიონატის ბოლო ტურში გორელებმა წყალტუბოს „სამგურალს“ ხვდებოდნენ და თუ მასპინძლებს მესამე ადგილი დასაკავებლად მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდათ, სტუმრებს ფრეც ხელს აძლევდა.
უკრაინელი ანდრეი დემჩენკოს გაწვრთნილი „დილამ“ორი ტაიმის განმავლობაში მეტოქეზე უკეთესი იყო და მომავალ წელს კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე დამსახურებულად ითამაშებს.
მატჩის დაწყებიდან დიდი დრო არ გასულა, რომ მალაველმა ფრანსისკო მადინგას მიერ საჯარიმოს გარედან დარტყმული „სამგურალის“ მცველს ფეხზე შეეხო და ლევან შოვნაძემ ნახტომში სტუმრები გოლის გაშვებას გადაარჩინა. 31-ე წუთზე ბრაზილიელმა ვანდერსონ სილვამ მარცხენა ფლანგზე „კედელი“ ბარბადოსელ ტიერი გელთან გაითამაშა და მეტოქის საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც თორნიკე კაპანაძემ მას მერე რაც „დილას“ ექსკაპიტან დავით მაისაშვილს დაასწრო ერთი შეხებით ანგარიში გახსნა – 1:0.
ტაიმის მიწურულს „სამგურალის“ კონტრშეტევის დროს ილია ახვლედიანმა ცრუ მოძრაობით გორელთა მცველი ჩამოცილა, მაგრამ დემეტრე ბულესკირიასთან პირისპირ დარჩენილმა მასპინძელთა მეკარეს ბურთი ვერ ააცილა. სხვათა შორის, ახვლედიანს შეეძლო პასი „დილას“ კარის წინ უმეთვალყურეოდ დარჩენილი გიორგი ნიქაბაძისთვის მიეცა, რაც არ გააკეთა.
66-ე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან ჯეფერსონ ჯერალდომ საჯარიმო დარტყმის შესრულების დროს ბურთი „დილას“ კართან ჩაჰკიდა, სადაც ყველას ომარ პატარკაციშვილმა დაასწრო და ვარდნაში დაარტყა, მაგრამ ზედა ძელმა მასპინძლები გოლის გაშვებისგან „გადაარჩინა“.
69-ე წუთზე მასპინძლების კონტრიერიშის დროს ბრაზილიელმა ჟან ვიქტორმა
„დილას“ მეკარეს გეილი შეატოვა, რომელმაც ანგარიში ორამდე გაზარდა. ბარბადოსელი ორივე გუნდში საუკეთესო იყო და თავისი ტექნიკური თამაშით წყალტუბოელებს არაერთი თავსატეხი გაუჩინა.
ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე ჟან ვიქტორის კარგი გადაცემის მერე მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილმა ნუგზარ სპანდერაშვილმა საბოლოო წერტილი დასვა – 3:0.
„დილამ“ 59 ქულით მე-3 ადგილი დაიკავა და საქართველოს ღირსებას ევროთასებზე მერვედ დაიცავს. გიორგი მიქაძის გაწვრთნილმა „სამგურალმა“ მეორე ადგილი დაიკავა.