ხერარდო მარტინომ მექსიკის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა.
მექსიკელებმა ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში საუდის არაბეთი 2:1 დაამარცხეს და 4 ქულა დააგროვეს. თუმცა, ამდენივე ქულის მქონე პოლონელებს გატანილ-გაშვებული ბურთების უარესი სხვაობით ჩამორჩნენ და 1/8-ფინალს მიღმა დარჩნენ.
„ჩემი კონტრაქტი მაშინ დასრულდა, როდესაც მსაჯმა საფინალო სასტვენი მისცა. ამ ჩავარდნის გამო პასუხისმგებლობას მთლიანად საკუთარ თავზე ვიღებ. ეს საშინელი იმედგაცრიებაა“ – თქვა არგენტინელმა სპეციალისტმა, რომელიც მექსიკას 2019 წლიდან ავარჯიშებდა.





