რობერტ ლევანდოვსკი: „ეს ბედნიერი მარცხია“

0
50

პოლონეთის ნაკრების კაპიტანმა რობერტ ლევანდოვსკიმ არგენტინასთან (0:2) მარცხს ბედნიერი უწოდა, საქმე ისაა, რომ წაგების მიუხედავად პოლონელები 1986 წლის შემდეგ პირველად პლეი-ოფში გავიდნენ, რადგან მათსავით 4 ქულის მქონე მექსიკელებს გატანილ-გაშვებილი ბურთების უკეთესი სხვაობით აჯობეს. პოლონეთი 1/8-ფინალში საფრანგეთს დაუპირისპირდება.
„მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფში გასვლით კმაყოფილნი ვართ, რადგან ამას ძალიან დიდი ხანი ველოდებოდით. ეს ბედნიერი მარცხია.
ჩვენი შეცდომები კარგად დავინახეთ. მოედნის ცენტრში ბურთით უფრო მეტი უნდა ვითამაშოთ და არ უნდა შეგვეშინდეს. ეს ნამდვილად გვაკლდა. ამ შეხვედრას როგორც საფრანგეთთან მოსამზადებელს განვიხილავთ. იმავე დონის თამაში იქნება და შესაძლოა, უფრო მაღალიც“ – იუწყება ლევანდოვსკის ნათქვამს პოლონური მედია.