დვალმა და ქვილითაიამ სეზონში თავი პირველად გამოიჩინეს

0
58

კვიპროსის ჩემოიონატის მე-12 ტურში თავი ერთბაშად ორმა ქართველმა ფეხბურთელმა გამოიჩინა. აპოელმა შინ „ომონიას“ 4:0 სძლია და ნიქოზიელების წარმატებაში თავისი წვლილი როგორც ლაშა დვალმა, ასევე გიორგი ქვილითაიამ შეიტანა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა დვალმა ანგარიში პირველი ტაიმისთვის დამატებულ წუთზე გახსნა, ხოლო ფორვარდმა ქვილითაიამ მასპინძლების უპირატესობა მე-60 წუთზე გაზარდა. დვალმა ზაფხულში აპოელში გადასვლის შემდეგ პირველი გოლი გაიტანა. ასევე, მიმდინარე სეზონში სადებიუტო ბურთი ჩაიწერა თავის ანგარშზე ქვილითაიამ.
68-ე წუთზე მარკინიოსმა პენალტი გამოიყენა, საბოლოო წერტილი კი 92-ე წუთზე ეფრემმა დასვა.
აპოელის კიდევ ერთი ქართველი ლეგიონერი ნახევარმცველი ბუბა დაუშვილი განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია.
აპოელი 27 ქულით 14-გუნდიან ჩემპიონატში მე-2 ადგილზეა.