საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის დიდიე დეშამის აზრით, კილიან მბაპე გუნდის ლოკომოტივია. მან ამის შესახებ კატარის მუნდიალზე დანიასთან 2;1 მოგებული მატჩის მერე განაცხადა, რომელშიც მბაპემ დუბლი შეასრულა.
„კილიანი..ის განსაკუთრებული მოთამაშეა. მას ბევრი თვისება აქვს, რომ გუნდს მოაგებინოს, მაშინაც კიმ როდესაც მეტოქეები არცთუ კარგად ეპყრობიან. მის გარშემო სხვა კარგი მოთამაშეების ყოფნა ასევე უპირატესობას გვაძლევს. საფრანგეთის ნაკრებს ძალიან კარგი კილიანი სჭირდება.
ის ლიდერია. არსებობს სამი ტიპის ლიდერობა: ფიზიკური, ტექნიკური და ფსიქოლოგიური ან ემოციური. თუ თქვენ ნერვიულობდით, რომ პოგბა აქ არაა, მინდა დაგარწმუნოთ – სხვა მოთამაშეები გვყავს, რომლებსაც საუბარი შეუძლიათ. კილიანი ბევრს არ საუბრობს, მაგრამ რასაც ის აკეთებს…ის ლოკომოტივია“ – ციტირებს დეშამს გამოცემა L’Equipe.





