რამაზ სვანაძე: “ორი განსხვავებული ტაიმი ჩავატარეთ”

0
41

საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის რამაზ სვანაძის თქმით, მისმა შეგირდებმა ისრაელთან ამხანაგურ შეხვედრაში ორი განსხვავებული ტაიმი ჩაატაარეს. მან ამის შესახებ გორში ებრაელ თანატოლებთან 1:2 წაგებული შეხვედრის მერე განაცხადა.
რამაზ სვანაძე: “ორი განსხვავებული ტაიმი ჩავატარეთ. ჩემთვის ყველაზე მეტად საწყენია ისაა, რომ პირველ ნახევარში კარგი, დალაგებული თამაში ვაჩვენეთ, მეორეს დასაწყისში კი გოლის შემდეგ ფსიქოლოგიურად მთლიანდ მოვიშალეთ, ფეხბურთელებისთვის მიცემული წინასამატჩო დავალებები არ სრულდებოდა. ეს პირველად არ ხდება და ამ კომპონენტზე ბევრი სამუშაო გვაქვს, მაგრამ ხაზი უნდა გავუსვათ იმ გარემოებასაც, რომ ბევრი დებიუტანტი გვყავდა, ზოგი ახალგაზრდულ ნაკრებში პირველ თამაშს ატარებდა და ეს ყველაფერი, ალბათ, ამით აიხსნება.
ამ შეკრებაზე ორი თამაში გვაქვს და შემდეგი მატჩისთვის სერიოზულად მოვემზადებით. გაძლიერების რესურსი გაგვაჩნია და ეს ყველამ კარგად იცის. ჩვენი მიზანი ევროპის ჩემპიონატზე კარგად, ღირსეულად და წარმატებით გამოსვლაა და მერწმუნეთ, ეს მიღწევადი მიზანია. მესმის გულშემატკივრის, მესამე თამაში წავაგეთ, მაგრამ ეს სამუშაო პროცესია და დარწმუნებული ვარ, მომავალში ყველაფერი კარგად იქნება“.