საქართველოს ნაკრების დებიუტანტ გიორგი გოჩოლეიშვილს ადაპტაციაში თანაგუნდელები ეხმარებიან, რისთვისაც მათი მადლობელია. მან ამის შესახებ 17 ნოემბერს სტუმრად მაროკოსთან სპარინგამდე განაცხადა.
გიორგი გოჩოლეიშვილი: “საქართველოს ნაკრებთან ერთად პირველი შეკრებაა, რაც გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული, თუმცა თანაგუნდელები მეხმარებიან და მადლობა მათ. ვარჯიშებზე ყველაფერი კარგად მიდის. ვემზადებით ხვალინდელი თამაშისთვის და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს შეხვედრა მოვიგოთ”.
ცნობისთვის, გოჩოლეიშვილმა საქართველოს ნაკრებში პირველი ვარჯიშის შემდეგ სიმბოლური საჩუქარი გადასცეს, რომელიც ყველა ახალწვეულს ერგება.
მაროკოსა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებთა ამხანაგური თამაში შარჯას სტადიონზე 17 ნოემბერს, 20:00 საათზე დაიწყება.






