გურამ კაშია: “გვსურს წელი გამარჯვებით დავასრულოთ”

0
73

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტან გურამ კაშიას მიმდინარე წლის გამარჯვებით დასრულება სურს. მან ამის შესახებ 17 ნოემბერს სტუმრად მაროკოსთან გასამართ ამხანაგურ შეხვედრამდე ისაუბრა.
გურამ კაშია: “ნაყოფიერი წელი გვქონდა, რადგან დასახულ მიზანს მივაღწიეთ, გულშემატკივარი კმაყოფილია. მიხარია, რომ ასეთი გარემო არის ქვეყანაში და ასეთი შედეგები გვაქვს. ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი პროგრესირებს, რაც ძალიან მისასალმებელია.
საინტერესო ამხანაგური შეხვედრა გველის, რომელშიც ბევრ ფეხბურთელს მიეცემა თავის გამოჩენის საშუალება. გვსურს, წელი გამარჯვებით დავასრულოთ, თუმცა რთული თამაში იქნება. განსხვავებული კლიმატია, ბევრი ახალწვეული გვყავს და უფრო მეტად უნდა მოვინდომოთ, რომ წელი კარგად დავასრულოთ”.
მომავალი შეხვედრა კაშიასთვის ეროვნულ გუნდში 101-ე იქნება და ეს მაჩვენებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესოა.
მაროკოსა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებთა ამხანაგური თამაში შარჯას სტადიონზე 17 ნოემბერს, 20 საათზე დაიწყება. ეროვნული გუნდის წლის ბოლო მატჩის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.