ვილი სანიოლი: “ჩემი გუნდისგან იგივე შემართებას და დისციპლინას ველი”

0
62

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი 17 ნოემბერს სტუმრად მაროკოსთან სპარინგში თავისი ფეხბურთელებისგან იმავე შემართებას და დისციპლინას ელის, როგორიც მათ წინა შეხვედრებში ჰქონდათ.
ვილი სანიოლი: “ამხანაგურ მატჩს, როდესაც ტრავმირებული ფეხბურთელებით ხვდები, ეს შესაძლებლობას გაძლევს ახალი მოთამაშეები გამოსცადო. ამჯერად ჩვენთან იმყოფებიან გოჩოლეიშვილი და საზონოვი. ახალი ფეხბურთელების დამატება ყოველთვის კარგია, რადგან მათ სიახლე შემოაქვთ გუნდში.
ეროვნული ნაკრების თითოეული თამაში მნიშვნელოვანია, მათ შორის ამხანაგური შეხვედრები. ჩემი გუნდისგან იგივე შემართებას და დისციპლინას ველი, როგორც ეს გასულ შეხვედრებში იყო. სასიამოვნო იქნება, საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე წლის კარგად დასრულება.
შესაძლოა, ცოტა უჩვეულო სიტუაციაში ვართ, რადგან თამაში ნეიტრალურ მოედანზეა და სრული შემადგენლობით მხოლოდ ერთხელ ვივარჯიშეთ. ვეცდებით, რომ კარგი განწყობით გავიდეთ მოედანზე, გავახაროთ გულშემატკივრები და მოვემზადოთ საკვალიფიკაციო ეტაპისთვის”.
მაროკოსა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებთა ამხანაგური თამაში შარჯას სტადიონზე 17 ნოემბერს 20:00 საათზე დაიწყება