ბეგლარიშვილი ესტონეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია

0
24

ზაქარია ბეგლარიშვილი ესტონეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, ტალინის „ლევადიას“ შემტევმა ნახევარმცველმა 2022 წლის სეზონში ჩატარებულ 36 მატჩში 21 გოლი გაიტანა.
ბეგლარიშვილი ესტონეთში 2012 წლიდან თამაშობს და 2018 წელს მეტოქის კარი 30-ჯერ აიღო, 2021 წელს – 24-ჯერ, 2012 წელს – 17-ჯერ, ხოლო 2017 წელს – 16-ჯერ, მაგრამ ბომბარდირი წელს გახდა.
„ლევადიამ“, რომელშიც 32 წლის ქართველი ფეხბურთელი მეორე სეზონია გამოდის, წელს ვერცხლის მედლები მოიპოვა.
ბეგლარიშვილმა გასულ სეზონში „ლევადიას“ შემადგენლობაში ოქროს მედლები მოიპოვა, ხოლო წელს სუპერთასს დაეუფლა. მანამდე, მან „ფლორას“ მაისურით ესტონეთის მეისტრილიგაში 4-ჯერ გაიმარჯვა, ხოლო თასს 3-ჯერ დაეუფლა.