ელგუჯა გრიგალაშვილმა უზბეკეთში სეზონი გოლით დაასრულა, მაგრამ ეს ვერაფერი შვებაა მისი გუნდისთვის, რომელიც სუპერ;ლიგიდან გავარდა.
ბოლო ტურში სამარყანდის „დინამომ“, სადაც ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა განვლილი სეზონი გაატარა, ასევე ქვედა ლიგაში დაქვეითებული „კოკანდი“ მიიღო ა 2:0 სძლია. გრიგალაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 34-ე წუთზე ანგარიში თავური დარტყმით გახსნა.
32 წლის ნახევარმცველი „დინამოს“ სეზონის მეორე ნახევარში შეუერთდა და 14 მატჩში 2 გოლი გაიტანა. მან სეზონის პირველი ნახევარი „ნავბახორში“ გაატარა, სადაც 12 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 3-ჯერ აიღო.
რუსეთის ჩემპიონატის მე-17 ტურში „დინამომ“ მოსკოვურ დერბიში ცსკა 2:1 დაამარცხა. მასპინძლებში ცენტრალურმა მცველმა საბა საზონოვმა, რომელიც ეროვნული ნაკრებში მაროკოსთან სპარინგისთვის გამოიძახეს, შეუცვლელად ითამაშა. „დინამოს“ განაცხადში მოხვდა 21-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველი ლუკა გაგნიძე, რომელმაც ტრავმა მოირჩინა. „დინამო“ 29 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში მეოთხეა.





