არაბულის იღბლიანი დებიუტი ავსტრალიაში

0
56

ბაჩანა არაბულის დებიუტი ავსტრალიის ჩემპიონატში იღბლიანი აღმოჩნდა. მართალია, ქართველი თავდამსხმელი „მაკარტურში“ სექტემბრის დასასწყისში გადავიდა, მაგრამ პირველი მატჩი 13 ნოემბერს ჩაატარა.
„მაკარტური“ სტუმრად „სენტრალ კოასტ მარინერს“ შეხვდა და 3:2 დაამარცხა. არაბული სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 67-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც მისი გუნდი 2:1 იგებდა. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-5 წუთზე მოედნის ცენტრიდან ქართველის ზუსტი პასის შემდეგ დრიუ მეკარესთან პირისპირ გავიდა და გამარჯვების გოლი გაიტანა.
„მაკარტური“ 8 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-4 ადგილზეა.