ჩაკვეტაძის მოპოვებული პენალტი და ტრავმა

0
43

გიორგი ჩაკვეტაძემ სლოვაკეთის ჩემპიონატის მე-18 ტურში ტრავმა მიიღო. ბრატისლავას „სლოვანი“, სადაც ჩაკვეტაძესთან ერთად გურამ კაშია და ჯაბა კანკავა გამოდიან, შინ „რუჟემბეროკს“ შეხვდა და 2:0 დაამარცხა.
53-ე წუთზე, როდესაც მასპინძლები 1:0 იგებდნენ, ჩაკვეტაძე მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შეიჭრადა ჯერ მცველმა წააქცია, ხოლო შემდეგ წინ გამოსული მეკარის ფეხი მოხვდა. მან ოთხსანტიმეტრიანი ჭრილობა მიიღო, რის გამო შეცვალეს. მოგვიანებით საქართველოს ნაკრების შემტევ ნახევარმცველს ჭრილობა გაუკერეს. ჩაკვეტაძის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი უმცროსმა ვლადიმირ ვაისმა დაარტყა, მეკარემ ბურთი მოიგერია, თუმცა დამატებაზე ვაისმა ბურთი მეტოქის კარში გაახვია. ჩვენი ეროვნული გუნდის კაპიტანმა გურამ კაშიამ შეუცვლელად ითამაშა, ისევე როგორც ექსკაპიტანმა ჯაბა კანკავამ.
„სლოვანი“ 38 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში ლიდერია.