დეშამმა მსოფლიო ჩემპიონატისთვის საფრანგეთის შემადგენლობა დაასახელა

0
32

საფრანგეთის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა კატარში გასამართ მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა.
საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი მუნდიალზე შემდეგი 25 ფეხბურთელით გაემგზავრება:
მეკარეები: ალფონს არეოლა (ვესტ ჰემი), უგო ლორისი (ტოტენჰემი), სტივ მანდანდა (რენი).
მცველები: ლუკა ერნანდესი (ბაიერნი), თეო ერნანდესი (მილანი), პრესნელ კიმპემბე (პსჟ), იბრაჰიმა კონატე (ლივერპული), ჟიულ კუნდე (ბარსელონა), ბენჟამენ პავარი (ბაიერნი), ვილიამ სალიბა (არსენალი), დაიო უპამეკანო (ბაიერნი), რაფაელ ვარანი (მანჩესტერ იუნაიტედი).
ნახევარმცველები: ედუარდო კამავინგა (რეალი), იუსუფ ფოფანა (მონაკო), მატეო გენდუზი (მარსელი), ადრიენ რაბიო (იუვენტუსი), ორელიენ ჩუამენი (რეალი), ჟორდან ვერეტუ (მარსელი).
თავდამსხმელები: ქარიმ ბენზემა (რეალი), კინგსლი კომანი (ბაიერნი), უსმან დემბელე (ბარსელონა), ოლივიე ჟირუ (მილანი), ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო), კილიან მბაპე (პსჟ), კრისტოფერ ნკუნკუ (ლაიფციგი).