ბრაზილიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტიტემ კატარში გასამართი მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა.
ტიტემ მომავალ მუნდიალზე “ლივერპულის” ფორვარდი ფირმინო არ წაიყვანა, სამაგიეროდ შემადგენლობაშია 39 წლის მცველი დანი ალვეში.
მეკარეები: ალისონი (ლივერპული), ვევერტონი (პალმეირასი), ედერსონი (მანჩესტერ სიტი).
მცველები: მარკინიოსი (პსჟ), ტიაგო სილვა (ჩელსი), ედერ მილიტაო (რეალი), დანილო (იუვენტუსი), დანი ალვეში (პუმასი), ალექს სანდრო, გლეისონ ბრემერი (ორივე იუვენტუსი), ალექს ტელეში (სევილია).
ნახევარმცველები: კაზემირო, ფრედი, ანტონი (ყველა მანჩესტერ იუნაიტედი), ლუკას პაკეტა (ვესტ ჰემი), ფაბინიო (ლივერპული), ბრუნო გიმარაეში (ნიუკასლი), ევერტონ რიბეირო (ფლამენგო).
თავდამსხმელები: ნეიმარი (პსჟ), რაფინია (ბარსელონა), რიშარლისონი (ტოტენჰემი), ვინისიუსი, როდრიგო (ორივე რეალი), პედრო (ფლამგენგო), გაბრიელ ჟეზუში, გაბრიელ მარტინელი (ორივე არსენალი).





