“სიონს” სეზონის ბოლომდე გიორგი ჭელიძე გაწვრთნის

0
44

ბოლნისის “სიონს” მიმდინარე სეზონის ბოლომდე გიორგი ჭელიძე გაწვრთნის. მან დღეს დათხოვნილი უჩა სოსიაშვილი შეცვალა. 37 წლის ჭელიძემ “სიონში” პირველი ვარჯიში უკვე ჩაატარა. მისი ასისტენტი გიორგი ოქროპირიძე იქნება.
ჭელიძემ მიმდინარე სეზონი “თელავის” თავკაცის რანგში დაიწყო, მაგრამ 11 ივნისს თანამდებობა დატოვა. ის სამწვრთნელი კარიერის განმავლობაში ასევე თბილისის „შევარდენს“, ტყიბულის „მეშახტეს“, ქობულეთის „შუქურას“ და „საბურთალო 2“-ს ავარჯიშებდა. “თელავში” დანიშვნამდე ჭელიძე ქუთაისის “ტორპედოს” სამწვრთნელო შტაბის წევრი იყო.