„ჰათაისფორმა“ თურქეთის სუპერლიგის მე-13 ტურში შინ გათამაშების ერთ-ერთ ლიდერ „ბაშაქშეჰირთან“ ქულა აიღო და ამაში თავისი წვლილი საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბმა საბა ლობჟანიძემაც შეიტანა.
ლობჟანიძე სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 64-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც ანგარიში 1:1 იყო.
მე-80 წუთზე ლობჟანიძემ საგოლე პასი ზე ლუიშს გაუკეთა, რომლის დარტყმის შემდეგ მასპინძლები 3:2 დაწინაურდნენ. თუმცა, სტუმრებმა ანგარიში ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე გაათანაბრეს.
„ჰათაისფორს“ 16 ქულა აქვს და 19-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-16 ადგილზეა.





