საფრანგეთის თასზე მიღებული ტრავმის შემდეგ გიორგი მიქაუტაძემ „მეცის“ ორი ვარჯიში კი გააცდინა, მაგრამ გამოჯანრთელდა და ლიგა 2-ის მე-14 ტურში ითამაშა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-80 წუთზე შეცვალეს. „მეცმა“ განვლილი შეხვედრა 3:2 მოიგო და 18 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-11 ადგილზეა.
მიქაუტაძემ მიმდინარე სეზონში ჩემპიონატში 13 მატჩში ჩაატარა, ხოლო თასზე 1 და 5 გოლის გატანის გარდა, 3 საგოლე პასი მიითვალა.





