საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ბათუმის “დინამო” კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 33-ე ტურში სტუმრად “თელავს” შეხვდა და 3 ქულა შესვენების შემდეგ გატანილი გოლებით აიღო.
70-ე წუთზე სანდრო ალთუნაშვილმა მარჯვენა ფლანგზე კარგად დაამუშავა ბურთი, რომელიც მასპინძლების საჯარიმოში მყოფ პაატა ღუდუშაურს გადააწოდა, ეს უკანასკნელი კარისკენ ზურგით იდგა, მაგრამ მეურვეს გაექცა და შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა – 0:1.
75-ე წუთზე ბრაზილიელი ჯოვანი ფლამარიონი ერთ მეტოქეს გაექცა და დაახლოებით 25 მეტრიდან ძლიერად დაარტყა – ბურთი ჯერ გვერდით ძელს მოხვდა და შემდეგ კარში აღმოჩნდა – 0:2.
გია გეგუჩაძის გაწვრთნილმა თელაველებმა 73 ქულა დააგროვეს და ვიდრე დღეს ტურის დარჩენილი 3 შეხვედრა გაიმართება, 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში გალიდერდნენ. გია ცეცაძის ხელმძღვანელობით “თელავმა” თავი 34 ქულა მოუყარა და მე-7 პოზიციაზეა.





