„ტორპედომ“ „კლასიკოში“ „დინამოს“ სძლია და თასის ფინალშია

0
35

ქუთაისის „ტორპედო“ არსებობის ისტორიაში საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალში მეათედ გავიდა.
კახა ჩხეტიანის გაწვრთნილი გუნდი დღეს ზესტაფონში გამართულ 1/2-ფინალში ქუთაისის „ტორპედოს“ შეხვდა და 2 უპასუხო ბურთი გაუშვა.
„ქართულ კლასიკოდ“ მონათლულ შეხვედრაში კახა ჩხეტიანის გაწვრთნილი ქუთაისელების წარმატება ლოგიკური იყო, რადგან „დინამოს“ ორი ტაიმის განმავლობაში მეტოქის კართან ნახევრად სახიფათო მომენტიც კი არ შეუქმნია. ტორპედოელებმა ფლანგებზე სივრცე გვინეელ უსმანე კამარას და თორნიკე კირკიტაძეს შეუზღუდეს, რის შედეგად გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდს თამაში „მოუკლეს“.
მატჩის დებიუტში პარაგვაელმა კაბალიერომ, რომელიც მეტოქის საჯარიმოში სტუმართა მცველებს უყურადღებოდ დარჩა ხელსაყრელი პოზიციიდან ბურთი კარს გადააცილა. ამის შემდეგ, გიორგი კუხიანიძე გაექცა ორ მცველს და საჯარიმოს ხაზიდან არაზუსტად დაარტა. მოგვაინებით, ქუთაისელებმა კუთხური შეასრულეს და ნიკა სანდოხაძის თავური არაზუსტი აღმოჩნდა.
56-ე წუთზე ქუთაისელების შეტევის დროს ბურთი თბილისელთა საჯარიმოში ჩაიკიდა, სადაც საჰაერო ორთაბრძოლა მერაბ გიგაურმა მოიგო, ხოლო გიორგი მოისწრაფიშვილის ზურგსუკან მდგომმა პორტუგალიელმა მცველმა პედრო მონტეირომ ანგარიში გახსნა – 1:0.
73-ე წუთზე გიორგი ქიმაძემ კარგი პასი გაუკეთა მარცხენა ფლანგზე გახსნილ მაურო კაბალიერომ, რომელმაც ძალიან მახვილი კუთხიდან ძლიერად დაარტყა და ბურთი ჯერ ზედა ძელს მოხვდა, რის შემდეგ კარში შევარდა – 2:0.
„ტორპედომ“ ყველა ტურნირში „დინამო“ შინ 2011 წლის შემდეგ პირველად დაამარცხა. მიმდინარე სეზონში თბილისელთა ზედიზედ 16-მატჩიანი (14 მოგება და 2 ფრე) წაუგებელი სერია შეწყდა.
თასის ფინალი 7 დეკემბერს ბათუმში “აჭარაბეთ არენაზე” გაიმართება. “ტორპედომ” დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში თასი 4-ჯერ მოიგო.