სპალეტი კვარაცხელიასა და სალაჰზე: „ორივეს შეუძლია ბურთი 2000 კმ/სთ-ის სიჩქარეზე მიიღონ“

0
16

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში დღეს „ენფილდზე“ „ლივერპულსა“ და „ნაპოლის“ შორის გასამართი მატჩის წინ პრესკონფერნეციაზე იტალიელთა თავკაც ლუჩანო სპალეტის სთხოვეს მოჰამედ სალაჰი და ხვიჩა კვარაცხელია შეედარებინა.
„ამ ორ ფეხბურთელს საუცხოოდ თამაში განსხვავებულ სტილში შეუძლიათ. თქვენ შეგიძლიათ მათ პასი მისცეთ და ამის ხარჯზე გუნდი სახიფათო მომენტს შექმნის. ორივეს შეუძლია მეურვეებს იოლად გაექცნენ, ხოლო შემოტრიალების შემდეგ ბურთი 2000 კმ/სთ-ის სიჩქარეზე მიიღონ.
ორივე თავის პოტენციალში და ასევე იმაშიც დარწმუნებულია, რომ ყოველთვის შეუძლიათ გუნდს დაეხმარონ. ასეთი მოთამაშეები მოედანზე უპირატესობის მოპოვებაში გეხმარებიან“ – აღნიშნა სპალეტიმ.
“ნაპოლი” 15 ქულით ჯგუფში პირველ ადგილზეა, ხოლო “ლივერპული” 12 ქულით მეორეა.