წყალტუბოს “სამგურალმა” 21 წლის თავდამსხმელი ლადო ჩიხრაძე დაიმატა, რომელიც ბოლოს ესპანეთის რეგიონლური ლიგის “ესტრამადურაში” გამოდიოდა. მას დებიუტი კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 32-ე ტურში “გაგრასთან” (1:1) მატჩში ჰქონდა, როდესაც მოედანზე მე-80 წუთზე ომარ პატარკაციშვილის ნაცვლად შევიდა.
ჩიხრაძე „საბურთალოს“ აკადემიის აღზრდილია და 2018 წელს მადრიდის “ატლეტიკოს” ასაკობრივ გუნდს შეუერთდა. შემდეგ ის ჯერ „უელვას“ 19-წლამდელთა გუნდში თამაშობდა, ხოლო 2020 წელს კი “ატლეტიკოს” შვილობილ კლუბ „ატლეტიკო ონუბენსეს“ მიაშურა. მოგვიანებით მან „ესტრემადურასთან“ კონტრაქტი 2023 წლამდე გააფორმა.
ერთ-ერთი მატჩის შემდეგ, ჩიხრაძემ გასახდელისკენ მიმავალ გვირაბში არბიტრის მიმართ უკმაყოფილება გამოთქვა, რაც ფეხბურთელს მუქარად ჩაუთვალეს და 13-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს.



