საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები, მიმდინარე წლის ბოლო შეკრების ფარგლებში, ამხანაგურ მატჩებს ისრაელის და უკრაინის ახალგაზრდული გუნდების წინააღმდეგ გამართავს.
რამაზ სვანაძის გუნდი, ისრაელს 16 ნოემბერს, ხოლო უკრაინას 21 ნოემბერს დაუპირისპირდება. სამთა ტურნირის მესამე მატჩი, სტუმარ გუნდებს შორის 19 ნოემბერს ჩატარდება.
სამთა ტურნირს საქართველო უმასპინძლებს. მატჩების შესახებ სხვა დამატებითი სახის ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.
16 ნოემბერი – საქართველო V ისრაელი
21 ნოემბერი – საქართველო V უკრაინა




