თად მაკფადენი 10 ქულით დაბრუნდა

0
33

მიკროტრავმით გამოწვეული მცირეხნიანი პაუზის შემდეგ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი მცველი თად მაკფადენი მოედანს დაუბრუნდა. მაკფადენის “მურსია” ესპანეთის ლიგა ენდესას მორიგ ტურში “ჟირონას” ესტუმრა და 89:100 წააგო, თადმა კი პარკეტზე 13 წუთი გაატარა და 10 ქულა, 2 მოხსნა და ერთი შედეგიანი გადაცემა მოაგროვა.
შეგახსენებთ, 11 და 14 ნოემბერს საქართველოს ნაკრები მსოფლიო 2023 წლის შესარჩევ მატჩებში გასვლაზე ისლანდიას და შინ იტალიას გაეჯიბრება.
ჩვენ ჯგუფს 5-5 მოგებით ესპანეთი და იტალია ლიდერობენ, მსოფლიოს ჩემპიონატზე გამსვლელ მესამე ადგილზე კი პრეტენზიას საქართველოსთან ერთად ისლანდია და უკრაინა აცხადებენ. სადღეისოდ გამსვლელ პოზიციაზე ოთხი მოგებით ისლანდიელები არიან, ილიას ზუროსის ნაკრებს კი 3 მოგება აქვს. შანსს ინარჩუნებს უკრაინაც, რომელსაც ერთი მოგება აქვს (საქართველოსთან) და ნიდერლანდებთან ორი შეხვედრის ჩატარება მოუწევს, ნიდერლანდები კი 6 წაგებით ბოლო ადგილზეა.