გიორგი ჩაკვეტაძემ „სლოვანის“ მაისურით მორიგი საგოლე გადაცემა გააკეთა. სლოვაკეეთის ჩემპიონატის მე-14 ტურში ბრატისლაველები სტუმრად „ზემპლინს“ შეხვდნენ და 1:0 გაიმარჯვეს.
ჩაკვეტაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 68-ე წუთზე მისი ზუსტი გადაცემის შემდეგ კუცკამ გამარჯვების გოლი გაიტანა. ის 86-ე წუთზე შეცვალეს. საქართველოს ნაკრების შემტევმა ნახევარმცვეკმა ამ სეზონში თავის ანგარიშზე მე-4 საგოლა პასი ჩაიწერა. მანმ მანამდე 3 საგოლე გადცემა კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გააკეთა. ჯაბა კანკავამ „სლოვანში“ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო საქართველოს ეროვნული გუნდის კაპიტანი გურამ კაშია შეცვლაზე ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე შევიდა.
„სლოვანი“ 29 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში ლიდერია.





