ოთარ კიტეიშვილმა გრაცის “შტურმში” მიმდინარე სეზონში ავსტრიის ბუნდესლიგაში პირველი გოლი გაიტანა. მე-12 ტურში გრაცელებმა “ვოლფსბერგერი” მიიღეს და 3:2 დაამარცხეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში მეორე ტაიმში ჩაერთო, ხოლო 48-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა – 1:1. ამის შემდეგ მასპინძლებმა კიდევ 2 გოლი გაიტანეს, რასაც სტუმრებმა ერთი ბურთით უპასუხეს და “შტურმმა” მორიგი 3 ქულა აიღო.
გრაცელებს 27 ქულა აქვთ და 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-2 ადგილზე არიან.





