„რეალმა“ 101 „ელ კლასიკო“ მოიგო

0
49

მიმდინარე სეზონის პირველი „ელ კლასიკო“ მადრიდის „რეალმა“ მოიგო. ესპანეთის ლა ლიგის მე-9 ტურში კარლო ანჩელოტის გაწვრთნილმა გუნდმა „ბარსელონა“ მიიღო და ორბურთიანი სხვაობით გაიმარჯვა – 3:1. „რეალი“ უპირატესობას ორი ტაიმის განმავლობაში ფლობდა და ტაბლოზე დაფიქსირებული ანგარიში ლოგიკურია.
მე-12 წუთზე „რეალის“ კონტრშეტევის დროს ტონი კროოსმა ვარდნაში ძალიან კარგი პასი მისცა ვინისიუსს, რომელიც მეკარესთან პირისპირ გავიდა და მისი დარტყმული ბურთი ტერ შტეგენმა მოიგერია, მაგრამ ქარიმ ბენზემამ ზუსტად დაამატა – 1:0.
35-ე წუთზე, მადრიდელებმა კარგი კომბინაცია გაითამაშეს, რომელიც ფედერიკო ვალვერდემ საჯარიმოს გარედან შედეგიანი დარტყმით დაასრულა – 2:0.
83-ე წუთზე, ფერან ტორესმა ანგარიშში სხვაობა ერთ ბურთამდე შეამცირა, მაგრამ მატჩის მიწურულს „ბარსელონას“ მცველმა თავის საჯარიმოში როდრიგო წააქცია, ხოლო მსაჯის მიერ დანიშნული პენალტი დაზარალებულმა გამოიყენა – 3:1.
„რეალმა“ „ბარსელონასთან“ ჩატარებული ბოლო 7 მატჩიდან 6 მოიგო. საერთო ჯამში, მადრიდელებმა 101 „კლასიკოში“ გაიმარჯვეს, ხოლო ბარსელონელებმა – 97-ში.
ხავის თავკაცობით კატალონიელებმა ბოლო 3 „კლასიკოდან“ 2 წააგეს. გარდა ამისა, „ბარსამ“ 50 შეხვედრიდან 28 მოიგო, რაც ფრანკ რაიკაარდის მწვრთნელობის პერიოდის მერე ყველაზე ცუდი შედეგია,
„რეალი“ ამ სეზონში ლა ლიგაში ერთადერთი წაუგებელი გუნდია, ხოლო „ბარსელონა“ პირველად დამარცხდა.