ავსტრიას 6:2 ვძლიეთ

0
38

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ- რაუნდში მეორე მატჩი გამართა. ავთანდილ ასათიანის გუნდმა, ავსტრიის ნაკრები ვენაში დაამარცხა – 2:6.
ჩვენი გუნდის შემადგენლობაში ფერნანდომ ჰეთ-თრიქი შეასრულა, თითო გოლი თოდუას და ვილიანის ანგარიშზეა, ხოლო მატჩის საბოლოო ანგარიში სებისკვერაძემ დააფიქსირა.
ორი ტურის შემდეგ, საქართველოს ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ-რაუნდის მეორე ჯგუფს 6 ქულით ლიდერობს. მომდევნო მატჩს ავთანდილ ასათიანის გუნდი 9 ნოემბერს, ავსტრიის წინააღმდეგ საკუთარ მოედანზე გამართავს.
შეგახსენებთ, რომ ავთანდილ ასათიანის შეგირდებმა მე-2 ჯგუფის სასტარტო შეხვედრაში თბილისში ბელგიას 4:2 სძლიეს.