გიორგი ქვილითაიამ აპოელ-ის მაისურით გოლი დიდი ხნის პაუზის შემდეგ გაიტანა. კვიპროსის თასის 1/16-ფინალში აპოელი სტუმრად „ახირონას ონისილოსს“ შეხვდა და 3:0 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა გუნდს შეუცვლელად უკაპიტნა და 78-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
„ახირონასთან“ შეხვედრამდე ბოლოს ქვილითაიამ თავი ასევე კვიპროსის თასზე გამოიჩინა, როდესაც მიმდინარე წლის 8 მარტს აპოელმა „ანორთოსისი“ 2:1 დაამარცხა.
„ახირონასთან“ მატჩში აპოელ-ის განაცხადში ნახევარმცველი ბუბა დაუშვილი და ტრავმამოშუშებული მცველი ლაშა დვალი იყვნენ. დაუშვილი თამაშში მეორე ტაიმში ჩაერთო.





