სანდრო მამუკელაშვილი – ერთი მოხსნა ორმაგ დუბლამდე

0
44

“მილუოკი” აგრძელებს მზადებას NBA-ს მოახლოვებული სეზონისთვის. “ბაქზმა” რიგით მეოთხე საგამოფენო მატჩი გამართა და მეოთხედ დამარცხდა. მაიკ ბუდენჰოლცერის გაწვრთნილი გუნდი UNITED CENTER-ში დაუპირისპირდა “ჩიკაგოს” და 104:127 წააგო.
“მილუოკის” სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა სანდრო მამუკელაშვილი, რომელმაც პარკეტზე 32 წუთი გაატარა. ამ დროის განმავლობაში “მამუმ” 13 ქულა, 9 მოხსნა, 4 პასი და 3 ჩაჭრა დააგროვა.
ქართველმა კალათბურთელმა მძიმე ფორვარდის პოზიციაზე იასპარეზა და საკმაოდ დიდი სამუშაო გასწია შეტევაშიც და დაცვაშიც.
ლიდერების გარეშე მოასპარეზე “მილუოკიმ” პირველი მეოთხედი 22:29 წააგო, თუმცა მეორე პერიოდი 37:32 მოიგო და დიდ შესვენებაზე ორქულიანი ჩამორჩენით გავიდა. მეორე ტაიმში მასპინძლებმა სტუმრებს ყველა საკალათბურთო კომპონენტში აჯობეს და დამაჯერებელი სხვაობით მოიგეს 127:104.