ფამაგუსტას „ანორთოსისის“ ხელმძღვანელებმა გუნდის მთავარ მწვრთნელად ჩისკო დანიშნეს.
42 წლის ესპანელმა სპეციალისტმა კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმა. მან სერბი დარკო მილანიჩი შეცვალა, რომლის ხელმძღვანელობით გუნდმა მიმდინარე სეზონი ცუდად დაიწყო.
ჩისკო ქართველი გულშემატკივრებისთვის კარგადაა ცნობილი. ის წლების განმავლობაში თბილისის „დინამოში“ თამაშობდა, ხოლო შემდეგ გუნდის მთავარი მწვრთნელი იყო და 2020 წელს ჩემპიონის ტიტული მოაგებინა.
მან „დინამოდან“ ინგლისის „უოტფორდს“ (2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის ოქტომბრამდე) მიაშურა, რომელიც ჩემპიონშიფიდან პრემიერ ლიგაში გადაიყვანა და შემდეგ შუა სეზონში დაითხოვეს. ბოლოს ის 2021 წლის ოქტომბრიდან 2022 წლის ივნისამდე ესპანეთის „უესკას“ ავარჯიშბდა.
შეგახსენებთ, რომ „ანორთოსისის“ კარს საქართველოს ეროვნული ნაკრების გოლკიპერი გიორგი ლორია და ნახევარმცველი ავთო ებრალიძე იცავენ.




