ლობჯანიძემ ყაზახეთში ისევ გაიტანა

0
41

ელგუჯა ლობჯანიძემ მიმდინარე სეზონში ყაზახეთის პრემიერ ლიგაში თავისი მეორე გოლი ჩაიწერა.
21-ე ტურში „ყიზილ-ჟარმა“, სადაც ქართველი თავდამსხმელი გამოდის „ქაირათს“ უმასპინძლა და 1:2 წააგო. ლობჯანიძემ მოედანზე ორი ტაიმი დაჰყო და 33-ე წუთზე, როდესაც მისი გუნდი აგებდა ანგარში გაათანაბრა. მან 81-წ წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. სტუმრებმა გამარჯვებისს გოლი ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე გაიტანეს. ლობჯანიძე „ყიზილ-ჟარში“ სადებიუტო სეზონში ატარებს და 6 მატჩში მეტოქეები 3-ჯერ დაამწუხრა.
ლობჯანიძის გუნდი 22 ქულით სატურნირო ცხრილში მე-12 პოზიციაზე – ყაზახეთის პრემიერ ლიგაში სულ 12 კლუბია.