გურამ კაშიამ სლოვაკეთის ჩემპიონატში მიმდინარე სეზონში თავისი პირველი გოლი გაიტანა. მე-12 ტურში ბრატისლავას “სლოვანმა” “პოდბერეზოვა” მიიღო და 3:1 გაიმარჯვა. 88-ე წუთამდე ანგარიში 1:1 იყო, მაგრამ კუთხურის ჩაწოდების შემდეგ მეტოქის საჯარიმოში ჩასულმა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თავით მეტოქის კარი ეფექტურად აიღო. მასპინძლებმა მესამე გოლი ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე მიითვალეს. კაშიამ და ჯაბა კანკავამ “სლოვანში” შეუცვლელად ითამაშეს, ხოლო მათ მსგავსად სასტარტოში მყოფი გიორგი ჩაკვეტაძე შესვენების შემდეგ მოედანზე არ გამოჩენილა.
მოქმედი ჩემპიონი “სლოვანი” 26 ქულით 12-გუნდიან სატურნირო ცხრილს ლიდერობს.





