ხვიჩა კვარაცხელიას მიაჩნია, რომ საქართველოს ნაკრებში თანაგუნდელებისთვის და ქართველი გულშემატკივრებისთვის მოედანზე ყველაფერი უნდა „დადო“. მან ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.|
„როდესაც იგებ,, რომ გამოძახებული ხარ და უნდა ჩახვიდე ეროვნულ ნაკრებში, ისეთი ემოციებით და სიხარულით ვხდები. მართლა ძალიან მიხარია, რადგან მეგობრული, ოჯახური გარემოა და არა მხოლოდ მოედანზე, მოედნის მიღმაც.
ამ ბიჭებისთვის და გულშემატკივრებისთვის ყველაფერი უნდა დადო. ალბათ, გარედანაც ამჩნევენ, რომ გუნდში ძალიან დიდი ერთსულოვნებაა, ერთი დიდი ოჯახი ვართ და მიზნისთვის ყველაფერს ვაკეთებთ.
რა თქმა უნდა, კარგია, როდესაც ინდივიდუალურად ბევრს აკეთებ, მაგრამ ჩემთვის პრიორიტეტული გუნდთან ერთად წარმატებაა, რადგან გუნდის გარეშე შენ ვერ იქნები – ინდივიდუალურად ვერაფერს მიაღწევ.
მეც ვცდილობ, რა თვისებებიც მაქვს, ისევ გუნდს მოვახმარო – ნაკრების წარმატება ჩემთვის პირველია, შემდეგ კი ინდივიდუალური მიღწევაა“,





