იტალიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების და ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილი მცველი ფაბიო კანავარო „ბენევენტოს“ გაწვრთნის.
იტალიის სერია B-ში მოასპარეზე კლუბის პრესსამსახური იუწყება, რომ „ოქროს ბურთის“ ყოდილმა მფლობელმა კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე გააფორმა.
მანამდე, იტალიის ნაკრებში მსოფლიო 2006 წლის ჩემპიონს ევროპაში არასოდეს უმუშავია. ის კარიერის დასულების შემდეგ სათავეში არაბეთის გაერთიანებული საამიროების კლუბ „ალ-აჰლის“ ჩაუდგა, ხოლო შემდეგ ჩინეთის „გუანჯოუ ევერგრანდს“ და „ტიანძინ ციუანძიანს“, ასევე, საუდის არაბეთის „ალ-ნასრის“ ავარჯიშებდა.
ბოლოს კანავარო სათავეში ჩინეთის ეროვნულ ნაკრებს ედგა, რომელიც 2019 წელს დატოვა.
„ბენევენტომ“ მიმდინარე სეზონში ექვს თამაშში 7 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილზეა.





