ლობჟანიძის გუნდი აუტსაიდერია

0
35

„ჰათაისფორმა“, რომელშიც საბა ლობჟანიძე გამოდის, თურქეთის სუპერლიგაში მორიგი წარუმატებელი მატჩი ჩაატარა, მე-7 ტურში ჰათაელები შინ „ქაისერისფორს“ შეხვდნენ და 0:4 დამარცხდნენ.
ლობჟანიძემ შეუცვლელად ითამაშა და თავი ვერც ამჯერად გამოიჩინა. მან ამ სეზონში თურქეთის ჩემპიონატში 6-ჯერ ითამაშა და გოლი არ გაუტანია. „ქაისერმა“ პირველ ტაიმში მეტოქის კარი 2-ჯერ აიღო, ხოლო შესვენების შემდეგ კიდევ ორი გოლი გაიტანა.
„ჰათაისფორმა“ განვლილ შეხვედრებში მხოლოდ ქულა დააგროვა და 19-გუნდიან ჩემპიონატში ბოლო ადგილზეა.