ჯოვანი სტროპა „მონცას“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან დაითხოვეს. კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, გუნდის თავკაცის მოვალეობას რაფაელ პალადინო შეასრულებს, რომელიც მანამდე ახალგაზრდულ გუნდს ხელმძღვანელობდა.
სტროპა მონცელებს გასული სეზონის დასაწყისიდან წვრთნიდა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 50 მატჩიდან 24 მოიგო, 11 ფრედ დაასრულა და 15 წააგო.
„მონცამ“ იტალიის სერია A-ს სადებიუტო სეზონში მხოლოდ ქულა აიღო და ამის გამო კლუბის პრეზიდენტმა სილვიო ბერლუსკონიმ საჯაროდ გააკრიტიკა.
6 ტურის შემდეგ „მონცას“ 1 ქულა აქვს და 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში ბოლოა.




