შოთა არველაძის გაწვრთნილმა „ჰალ სიტიმ“ ინგლისის ჩემპიონშიფში ზედიზედ მესამე მატჩი წააგო. ამჯერად, ჰალელები თავის მოედანზე „სტოკ სიტის“ შეხვდნენ და სამი უპასუხო ბურთი გაუშვეს.
სტუმრებიდან 25-ე წუთზე ბეიკერმა გახსნა, ხოლო ვილმოტმა 45-ე წუთზე მეორე გოლი გაიტანა. 64-ე წუთზე ბეიკერმა დუბლი შეასრულა.
„სტოკთან“ მარცხამდე „ჰალმა“ გასვლაზე „ქუინზ პარკ რეინჯერსთან“ წააგო, ხოლო შემდეგ სახლში „შეფილდ იუნაიტედთან“ დამარცხდა.
„ჰალ სიტი“ 11 ქულით 24-გუნდიან ჩემპიონატში მე-15 ადგილზეა.





