„ლივერპულმა“ მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე პირველი მატჩი მოიგო.
იურგენ კლოპის გაწვრთნილმა გუნდმა ამსტერდამის „აიაქსი“ მიიღო და მინიმალური სხვაობით სძლია. შეხვედრის მე-17 წუთზე ანგარიში მოჰამედ სალაჰმა გახსნა, ხოლო 27-ე წუთზე კუდუსმა ძალიან ლამაზი გოლით გაათანაბრა. ინგლისელებმა ნიდერლანდელებს გამარჯვება 89-ე წუთზე გამოგლიჯეს, როდესაც 89-ე წუთზე კუთხურის ჩაწოდების შემდეგ მატიპმა თავით გაიტანა – 2:1.
A ჯგუფის მეორე მატჩი „ნაპოლისა“ და „რეინჯერსს“ შორის დღეს შედგება.
B ჯგუფში სენსაციურად მოიგო ბელგიის „ბრიუგემ“, რომელმაც სტუმრად „პორტუს“ 4 უპასუხო ბურთი გაუტანა. სტუმრები მე-15 წუთზე ფერან ჯუტგლამ დააწინაურა, როდესაც პენალტი გაიტანა. 47-ე წუთზე სოვაჰმა მეტოქის კარი მეორედ აიღო, ხოლო ხუთ წუთში სკოვ ლარსენმა ანგარიში კიდევ უფრო გაზარდა. შეხვედრაში წერტილი 89-ე წუთზე ნუსამ დასვა.
იმავე ჯგუფში ლევერკუზენის „ბაიერმა“ მადრიდის „ატლეტიკი“ მიიღო და 2:0 აჯობა. 84-ე წუთზე გერმანელები ანდრიჩმა წინ გაიყვანა, სამ წუთში კი დიაბიმ მეორე ბურთი გაიტანა.
„ბრიუგე“ 6 ქულით ჯგუფში ლიდერია, „ბაიერი“ 3 ქულით მეორე, ხოლო „ატლეტიკო“ ამდენივე ქულით – მესამე. „პორტუ“ უქულოდაა და ბოლოა.






