„დილა“ და „ლოკომოტივი 2“ თასისთვის ბრძოლას განაგრძობენ

0
26

გორის „დილა“ და თბილისის „ლოკომოტივი 2“ საქართველოს თასის 1/4-ფინალში გავიდნენ.
1/8-ფინალში უკრაინელი ანდრეი დემჩენკოს გაწვრთნილი გორელები საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ თბილისის ზღვის ბაზაზე „დინამო 2“-ს შეხვდნენ და 4:1 გაიმარჯვეს.
მატჩში ანგარიში მე-9 წუთზე მასპინძელთა ფეხბურთელის თორნიკე ჯანგიძის ავტოგოლის შემდეგ გაიხსნა. ერთ წუთში „დილას“ ბარბადოსელმა ფორვარდმა ტიერი გეილიმ თავის გუნდი კიდევ უფრო დააწინაურა. მან 66-ე წუთზე დუბლი შეასრულა, ხოლო 81-ე წუთზე მეტოქის კარი მალაველმა ფრანცისკო მადინგამ აიღო. თბილისელებიდან ერთადერთი გოლი პენალტიდან ზურაბ ერაძემ მიითვალა.
თასისთვის ბრძოლას „თელავი“ გამოეთიშა, რომელიც სტუმრად თბილისის „ლოკომოტივი 2“-თან დამარცხდა. საგურამოში გამართული შეხვედრის 55-ე წუთზე მასპინძლები რევაზ ხინჩიაშვილმა დააწინაურა, თელაველებიდან კი 66-ე წუთზე საპასუხო ბურთი გიორგი კვერნაძემ გაიტანა. 72-ე წუთზე გია ცევაძის გაწვრთნილ სტუმრებს ზურაბ თევზაძე გაუძევეს.
მატჩის ძირითად დროში ანგარიში არ შეცვლილა და გოლი არც დამატებით დროში გასულა, ხოლო პენალტების სერიაში „ლოკომოტივი 2“-მა 4:2 გაიმარჯვა.