ჩრდილოეთ მაკედონიის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ბლაგოია მილევსკიმ ერთა ლიგის C ლიგის მე-4 ჯგუფის მე-5 ტურში თბილისში საქართველოს ნაკრებთან გასამართი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.
მაკედონიელთა ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მილევსკიმ შემდეგი ფეხბურთელები შეარჩია:
მეკარეები: სტოლე დიმიტრიევსკი (რაიო ვალეკანო, ესპანეთი), დამიან შიშკოვსკი (დოქსა, კვიპროსი), კრისტიან ნაუმოვსკი (შკუპი), იგორ ალეკსოვსკი (რაბოტნიჩკი)
მცველები: სტეფან რისტოვსკი (დინამო, ხორვატია), დარკო ველკოვსკი (ალ ეტიფაქი, საუდის არაბეთი), ვისარ მუსლიუ (ინგოლშტადტი, გერმანია), ეზგიან ალიოსკი (ფენერბაჰჩე, თურქეთი), ტოდორ ტოდოროვსკი (სუმგაითი, აზერბაიჯანი), სტეფან აშკოვსკი (ლამია, საბერძნეთი), ნიკოლა სერაფიმოვი (ფეჰერვარი, უნგრეთი), გოიკო ზაიკოვი (ვორსკლა, უკრაინა), ბოიან დიმოსკი (აკადემია პანდევი)
ნახევარმცველები: ელიფ ელმასი (ნაპოლი, იტალია), ენის ბარდი (ტრაბზონსფორი, თურქეთი), არიან ადემი (დინამო, ხორვატია), ენის ფაზლაგიჩი (დუნაისკა სტრედა, სლოვაკეთი), აგონ ელეზი (ვარაჟდინი, ხორვატია), იანი ატანასოვი (ჰაიდუკი, ხორვატია), სტეფან სპიროვსკი (პიუნიკი, სომხეთი)
თავდამსხმელები: მილან რისტოვსკი (ტრნავა, სლოვაკეთი), ბოიან მიოვსკი (აბერდინი, შოტლანდია), დარკო ჩურლინოვი (ბარნლი, ინგლისი), ალექსანდრ ტრაიკოვსკი (ალ ფაიზალი, საუდის არაბეთი), ვალონ ეტემი (ისთანბულსფორი, თურქეთი), დორიან ბაბუნსკი (დებრეცენი, უნგრეთი), ლუპჩე დორიევი (შკენდია).
მომავალი შეხვედრა ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” 20:00 საათზე დაოწყება. შეგახსენებთ, რომ ფრანგი ვილი სანიოლის გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა პირველ შეხვედრაში მაკედონიელები 3:0 დაამარცხეს.





