თორნიკე შენგელია „ვირტუს ბოლონიაში“ დარჩა

0
20

თორნიკე შენგელია ისევ „ვირტუს ბოლონიაში“ ითამაშებს, რის შესახებ იტალიური კლუბის პრესსამსახური იუწყება. საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ბოლონიელებთან კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისამდე გააფორმა, რომლის ამოწურვის შემდეგ, მხარეების სურვილის შემთხვევაში თანამშრომლობა კიდევ 1 წელი გაგრძელდება.
შენგელია „ვირტუს ბოლონიაში“ მიმდინარე წლის გაზაფხულზე მოსკოვის ცსკა-დან გადავიდა და იტალიის ჩემპიონატში ერთ მატჩში საშუალოდ 12.8 ქულას, 5.2 მოხსნას და 2.7 პასს აგროვებდა.
შეგახსენებთ, რომ 30 წლის შენგელიამ ევრობასკეტი თბილისში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ნიდერლანდებთან მატჩში მიღებული მხრის ტრავმის მიზეზით გამოტოვა.