საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებაში ორი მეოთხედფინალისტი გაირკვა.
1/8-ფინალში ლანჩხუთის „გურია“ აბაშაში მევლუდ მიმინოშვილის სახელობის სტადიონზე ადგილობრივ „ზანას“ შეხვდა და 4:1 გაიმარჯვა. ლანჩხუთელებმა პირველ ტაიმში მეტოქეს ორი გოლი გაიტანეს, ხოლო შესვენების შემდეგ მეტოქის კარი ამდენჯერვე აიღეს. აღსანიშნავია, რომ მატჩში მეხუთე გოლიც „გურიას“ ფეხბურთელის ანგარიშზეა, რომელმაც ბურთი თავის კარში შეაგდო.
„ვარკეთილმა“ თბილისში ე.წ. „მარაკანაზე“ „რუსთავი“ მიიღო და 2:3 წააგო. რუსთაველებმა პირველ ტაიმში 3:1 გაიმარჯვეს, მეორეში კი თავის კარში ერთი ბურთი მიიღეს და საბოლოოდ შემდეგ ეტაპზე გავიდნენ.





