„ჟილ ვისენტემ“, რომელშიც გიორგი აბურჯანია გამოდის, პორტუგალიის პრიმეირა ლიგაში მოუგებელი (2 მარცხი და 2 ფრე) სერია შეწყვიტა. მე-6 ტურში ბარსელუშელები სტუმრად „მარიტიმუს“ დაუპირისპირდნენ და 2:1 გაიმარჯვეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი განაცხადში იყო, მაგრამ არ ათამაშეს.
მასპინძლები 27-ე წუთზე ლეო ანდრადემ დააწინაურა, ხოლო მეორე ტაიმის დაწყებიდან სამ წუთში ფრან ნავარომ საპასუხო ბურთი გაიტანა. მან 85-ე წუთზე დუბლი შეასრულა და „ჟილ ვისენტეს“ სამი ქულა მოუტანა.
„ჟილ ვისენტე“ 8 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-11 ადგილზეა.





