გიორგი მიქაუტაძე “მეცში” აგვის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახლეს. საფრანგეთის ლიგა 2-ში მოასპარეზე კლუბის ვებგვერდზე ჩატარებულ გამოკითხვაში გულშემატკივრებმა უპირატესობა საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელს მიანიჭეს.
“მის გარდა ვისი არჩევა იყო შესაძლებელი? 4 გატანილი გოლით და სამი საგოლე პასით “მეცის” მაისურით სეზონის საუცხოო სტარტის ავტორი გიორგი მიქაუტაძე “მეცის” ინტერნეტ-მომხმარებლებმა გიორგი მიქაუტაძე აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელად ლოგიკურად აირჩიეს.
ორშაბათს “გენგამთან” გასამართ შეხვედრას ქართველი მოთამაშე დისკვალიფიკაციის მიზეზით გამოტოვებს, მაგრამ შეძლებს თავისი ჯილდო ბერგმან იმობილერის ხელიდან მიიღოს. გარდა ამისა, მიქაუტაძეს ფან-ზონაში ავტოგრაფ-სესია ექნება. არ გაუშვათ შანსი თქვენს საყვარელ 9-იანს შეხვდეთ” – იუწყება “მეცის” ოფიციალური ვებგვერდი.
მიქაუტაძემ აგვისტოში ჩატარებულ 6 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი გააკეთა. თუმცა, “მეცის” ოფიციალურ საიტზე მითითებულია, რომ მან 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.




