თბილისის “საბურთალოს” ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. ლაშა ნოზაძის ნაცვლად გუნდის თემურ შალამბერიძე უხელმძღვანელებს, რომელსაც გია ახალკაცი დაეხმარება. ისინი ერთად “საბურთალო 2”-ში მუშაობდნენ.
ნოზაძე “საბურთალოში” 2022 წლის ივნისიდან მუშაობდა და მისი ხელმძღვანელობით გუნდმა კონფერენს ლიგის პირველი ეტაპი გადალახა.
შეგახსენებთ, რომ 2020 წელს სწორედ შალამბერიძის ხელმძღვანელობით „საბურთალო“ საქართველოს სუპერთასის გამარჯვებული გახდა.





