პოზნანის „ლეხი“, რომელშიც საქართველოს ნაკრების ვიცეკაპიტანი ნიკა კვეკვესკირი და გარემარბი გიორგი წიტაიშვილი გამოდიან, კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში სტუმრად „ვილიარეალთან“ დრამატულ ბრძოლაი დამარცხდა – 3:4.
პოლონელები, რომელთა სასტარტო შემადგენლობაში ქართველი ლეგიონერებიდან მხოლოდ კვეკვეკირი იყო, მე-2 წუთზე იშაკის გოლით დაწინაურდნენ, 32-ე წუთზე ჩუკბუეზემ საპასუხო ბურთი გაიტანა, ხოლო ოთხ წუთში მასპინძლები ბაენამ დააწინაურა, რომელმაც მე-40 წუთზე დუბლი გაიფორმა.
47-ე წუთზე იშაკმა „ვილიარეალი“ კიდევ ერთხელ დაამწუხრა, 62-ე კი, ჰეთ-თრიქი მიითვალა. წიტაიშვილი თამაშში 78-ე წუთზე ჩაერთო.
თითქოს ყველაფერი იქით მიდიოდა, რომ დაპირისპირება ფრედ დასრულდებოდა, მაგრამ კოკლენმა 89-ე წუთზე პოზნანელების კარი აიღო და C ჯგუფში თავის გუნდს პირველი თამაში მოაგებინა.





