ანჩელოტი სეზონის საუკეთესო მწვრთნელია

0
26

უეფას ვერსიით 2021-2022 წლების სეზონის საუკეთესო მწვრთნელად მადრიდის „რეალის“ თავკაცი კარლო ანჩელოტი აღიარეს.
იტალიელმა სპეციალისტმა გამოკითხვაში გერმანელ იურგენ კლოპს („ლივერპული“) და ესპანელ პეპ გვარდიოლას („მანჩესტერ სიტი“) აჯობა.
63 წლისს ანჩელოტიმ კუთვნილი პრიზი დღეს სტამბოლში ჩატარებული ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრის შემდეგ მიიღო.
მისი ხელმძღვანელობით გასულ სეზონში „რეალმა“ ჩემპიონთა ლიგა მეთოთხმეტედ მოიგო და ასევე, ესპანეთის ლა ლიგაში ოქროს მედლებს დაეუფლა.
ანჩელოტიმ სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგის თასი 4-ჯერ აღმართა – 2-ჯერ „მილანში“ და ამდენჯერვე „რეალში“.